კარვახალი: დანილოს გამო „რეალის“ დატოვებას არ ვაპირებ
Aa
Aa

კარვახალი: დანილოს გამო „რეალის“ დატოვებას არ ვაპირებ

მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალი“ დანილოს გაიფორმებს, გუნდში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით კი მადრიდელთა მარჯვენა მცველმა დანიელ კარვახალმა განაცხადა ,რომ სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას არ აპირებს და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

 

„დანილოს ტრანსფერს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მას ახალ გუნდში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. კონკურენცია ყოველთვის კარგია და მე ამ გამოწვევას სიამოვნებით მივიღებ. „რეალში“ ასპარეზობა კიდევ დიდი ხნით მსურს და სეზონის ბოლოს მის დატოვებას არ ვაპირებ“ - განაცხადა კარვახალმა

 

უკანასკნელი ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ დანილოს ტრანსფერში 39.3 მილიონს გადაიხდის. ფეხბურთელი კი კლუბთან კონტრაქტს 2021 წლამდე გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები