რუდი გარსია: სტროოტმანი ამ სეზონში ვეღარ დაგვეხმარება
Aa
Aa

რუდი გარსია: სტროოტმანი ამ სეზონში ვეღარ დაგვეხმარება

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ დაადასტურა, რომ გუნდის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, კევინ სტროოტმანი ამ სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს.

„მისი დაკარგვა, განსაკუთრებით იმ მძიმე ტრავმის შემდეგ რაც კევინმა გადაიტანა, ეს ნამდვილი კატასტროფაა. სტროოტმანისთვის სეზონი დასრულებულია“.

რუდი გარსიამ ასევე ხუან იტურბეს ტრავმაზეც ისაუბრა და ისურვა, რომ არგენტინელი მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.

 

„იტურბემ სამედიცინო შემოწმება დღეს დილით გაიარა და დადგინდა რომ მას მარჯვენა მუხლზე აქვს დაზიანება. არ ვიცი თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას, თუმცა ფეხბურთელმა მკურნალობა უკვე დაიწყო და იმედი მაქვს, რომ მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება“ - განაცხადა რუდი გარსიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები