ბადრი ყაველაშვილის ოქრო და მარიამ ქერდიკაშვილის ბრინჯაო
Aa
Aa

ბადრი ყაველაშვილის ოქრო და მარიამ ქერდიკაშვილის ბრინჯაო

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსნებმა წარმატებულად იასპარეზეს.

ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრი 35.328 წამში დაფარა და პირველი ადგილით მთავარ ფინალში მოხდა, ხოლო ფინალში დისტანცია 36.702 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ხოლო მარიამ ქერდიკაშვილმა ერთადგილიანი კანოეთი 500 მეტრი კვალიფიკაციის დროს 2.17.464 წუთში დაფარა და პირდაპირ ფინალში გავიდა, სადაც თავისი შედეგი გააუმჯობესა და 2 წუთსა და 11.470 წამში დაფარა დისტანცია. ამ შედეგით ქერდიყოშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები