ისტორიული ფინალი უიმბლდონზე! ჯოკოვიჩმა ფედერერი არაამქვეყნიურ ბრძოლაში დაამარცხა!
Aa
Aa

ისტორიული ფინალი უიმბლდონზე! ჯოკოვიჩმა ფედერერი არაამქვეყნიურ ბრძოლაში დაამარცხა!

უიმბლდონის 2019 წლის ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა! "ნოლემ" ფედერერს 5 სეტში 7:6 (7-5), 1:6, 7:6 (7-4), 4:6, 13:12 (7-3) ! ! ! 

პირველ სეტში სრულიად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ბრეიკის შესრულების უკეთესი შანსი ფედერერს ჰქონდა, თუმცა "ნოლემ" ჩაწოდება კარგად დაიცვა და საბოლოოდ ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი კვლავ შვეიცარიელი იყო და მუდმივად ლიდერობდა, თუმცა მიუტევებელი შეცდომის შემდეც სერბმა სეტ პოინტი მიიღო, როჯერმა კარგად ვერ ჩააწოდა, შეცდა და სეტი ჯოკოვიჩმა მოიგო.

მეორე სეტში ფედერერმა თავისი თამაში აჩვენა და სერბს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა - 6:1.

მესამე სეტი პირველს გაჭრილი ვაშლივით გავდა. 6-6 და კვლავ ტაიბრეიკი სადაც "ნოლე" კვლავ უკეთესი იყო - 2:1.

მე-4 სეტში ფედერერმა ნოვაკს ბრეიკი მალევე შეუსრულა და წინ გაიჭრა. ეს ყველაფერი მეორე სეტს ძალიან ჰგავდა, თუმცა იყო მცირე სხვაობა - "ნოლემ" როგორც იქნა ბრეიკი შეასრულა ანგარიში 4:5 გახადა, თუმცა როჯერმა თავისი ჩაწოდება მეორედ აღარ დათმო და ანგარიში გაათანაბრა 2:2.

ჩოგბურთის მილიონობით გულშემატკივარმა მიიღო მე-5 სეტი, რომელსაც ამ ორი ლეგენდის ფინალი ნამდვილად იმსახურებდა.

მე-5 სეტი აღწერას არ ექვემდებარება. როჯერმა და ნოვაკმა სეტი ბოლომდე მიიყვანეს და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფინალი მივიღეთ - 5 საათი და 2 წუთი! ფედერერს ორმაგი მატჩ პოინტი ჰქონდა, 40:15-ს იგებდა თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

თავის მხრივ "ნოლემ" საოცარი გამძლეობა გამოავლინა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ - 12:12, ტაიბრეიკი სადაც ჯოკოვიჩი მესამედაც უკეთესი იყო და 7:3 - სერბმა უიმბლდონი მეხუთედ მოიგო!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები