ბუდაპეშტის გრან პრი: ზაალიშვილის ბრინჯაოს მედალი!
Aa
Aa

ბუდაპეშტის გრან პრი: ზაალიშვილის ბრინჯაოს მედალი!

ძიუდოს ბუდაპეშტის გრან პრი +100 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია და საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

მან ტურნირზე ასპარეზობა იტალიელ ვინჩენცო დარკოსთან გამარჯვებით დაიწყო. მეორე დაპირისპირებაში ზაალიშვილმა რუს სოსლან ბოსტანოვს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონი შეასრულა და გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში ზაალიშვილმა ვიტო დრაგიჩს შანსი არ დაუტოვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც  კოკორო კაგეურასთან 56 წამში დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ცხელი ამბები