ლობჯანიძის მორიგი შედეგიანი მატჩი და ქართველთა უგოლო დაპირისპირება
Aa
Aa

ლობჯანიძის მორიგი შედეგიანი მატჩი და ქართველთა უგოლო დაპირისპირება

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ''ოკჟეტპესიმ'' საკუთარ მოედანზე ''ტარაზი'' 3:1 დაამარცხა.

დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში ლაშა კასრაძემ და ელგუჯა ლობჯანიძემ 90 წუთი ითამაშეს. პირველი ტაიმი ''ტარაზმა'' მინიმალური სხვაობით მოიგო, ლობჯანიძის აქტიურობასა და საგოლე პასს გოლი მოჰყვა.

26 წლის ლობჯანიძემ, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი გასულ თვეში დანიასთან ჩაატარა, მიმდინარე სეზონის ყაზახეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

41-ე წუთზე ''ტარაზი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა და დარჩენილ დროში 10 ფეხბურთელით ითამაშა.

შესვენების შემდეგ ''ოკჟეტპესიმ'' 3 გოლი გაიტანა და ქართველების გუნდი ქულის გარეშე დარჩა.

მატჩის საბოლოო ანგარიში მე-80 წუთზე დაფიქსირდა. 82-ე წუთზე მსაჯმა ''ოკჟეტპესის'' ფეხბურთელიც გააძევა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ტარაზი'' 13 ქულით მე-11 ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვს იბრძვის.

''ტორპედოსთან'' საპასუხო შეხვედრამდე კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ''ორდაბასიმ'' შინ ''ტობოლს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. 

''ტობოლის'' სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ნიკა კვეკვესკირმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მას ტრავმა აწუხებს და ამიტომ არ უთამაშია. ევროპა ლიგის საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა.

''ტობოლი'' 39 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ''ასტანას'' 1 ქულით უსწრებს. ''ტობოლს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, გამარჯვების შემთხვევაში კი ''ასტანასთან'' ქულათა სხვაობა ოთხამდე გაიზრდება.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ორდაბასიმ'' შინ ქუთაისის ''ტორპედო'' 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება.

ფოტო: fctaraz.kz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები