ოგენინ კუზმიჩი უმძიმეს ავარიაში მოხვდა და ჰოსპიტალიზირებულია!
Aa
Aa

ოგენინ კუზმიჩი უმძიმეს ავარიაში მოხვდა და ჰოსპიტალიზირებულია!

"რედ სტარის" (ცრვენა ზვეზდა) სერბი ცენტრი ოგნენ კუზმიჩი ავარიაში მოხვდა და ჰოსპიტალიზირებულია.

Blic-ის ინფორმაციით მადრიდის "რეალის" ყოფილი კალათბურთელი სერბეთში მიმავალ გზაზე სერიოზულ ავარიაში მოხვდა და ამჟმად სიკვდილს ებრძვის.

29 წლის კალათბურთელs გულკმერდის არეში მძიმე მოტეხილობები აქვს და რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ეტაპზე კუზმიჩი ექიმებს ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში ჰყავთ. მთავარი ექიმის თქმით სერბ კალათბურთელს ტვინის დაზიანება აქვს და უახლოეს საათებში მისი ჯანმრთელობის შესახებ მეტი ინფორმაცია გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ოგენინ კუზმიჩი 2013-2015 წლებში "გოლდენ სტეიტის" ღირსებას იცავდა და NBA-ს ჩემპიონიც გახდა.

შემდეგ იყო "პანათინაიკოსი", "ცრვენა ზვეზდა", "რეალი" და კვლავ "ცრვენა ზვეზდა".

2018 წელს ის მადრიდელებთან ერთად ევროლიგის გამარჯვებულიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები