ბუდაპეშტის გრან პრი: ზაალიშვილი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

ბუდაპეშტის გრან პრი: ზაალიშვილი ნახევარფინალშია!

ბუდაპეშტში ძიუდოს გრან პრი გრძელდება. +100 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში გავიდა. მან ტურნირზე ასპარეზობა იტალიელ ვინჩენცო დარკოსთან გამარჯვებით დაიწყო. მეორე დაპირისპირებაში ზაალიშვილმა რუს სოსლან ბოსტანოვს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონი შეასრულა და გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში ზაალიშვილმა ვიტო დრაგიჩს შანსი არ დაუტოვა და ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ბუდაპეშტის გრან პრი 81 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ტატო გრიგალაშვილი წარმატებით დაასრულა. მან ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელი ჟოაო მასედო დაამარცხა. ქართველმა სამხრეთამერიკელს ვაზარითა და იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები