Aa
Aa

"ჩემი მიზანი NBA-ს მოგება გახლავთ" - "ლეიკერსმა" დევისი წარადგინა

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ახალი სეზონისთვის დიდი ტრიო შეკრა - ლებრონი, დევისი, კაზენსი.

"ელეიმ" ენტონი დევისის პრეზენტაცია გამართა, სადაც "დაბლიუ" თავისი 3 ნომრიანი მაისურით წარსდგა და პრესასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

"ვთვლი, რომ მომდევნო სეზონისთვის ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჩვენ გვყავს". ასე დიაწყო დევისმა".

ენტონიმ საუბარი "ლეიკერსში" გადასვლამდე განვითარებულ მოვლენებზე განაგრძო:

"ამ შესანიშნავ გუნდში ლებრონ ჯეიმსთან ერთად თამაშის შანსი მომეცა, როდესაც ამის შესახებ გავიგე ბევრი არც მიფიქრია.

მე გამოვიყენე შესაძლებლობა და გავხიდ იმ გუნდის წევრი, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ახლა სეზონს მოუთმენლად ველი, ჩემი მიზანი "ლეიკერსთან" ერთად NBA-ს მოგება გახლავთ".

შეგახსენებთ, რომ ენტონი დევისმა "ლეიკერსთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

დევისის სანაცვლოდ "პელიკანსმა" მიიღო ინგრემი, ლონზო, ჯოშ ჰარტი, 3 პირველი რაუნდის პიკი, ამ სამიდან კი ერთი 2019 წლის მეოთხე პიკი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები