საქართველომ სომხეთი გაანადგურა: ქართველი კალათბურთელების გამარჯვება!
Aa
Aa

საქართველომ სომხეთი გაანადგურა: ქართველი კალათბურთელების გამარჯვება!

კალათბურთში საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა B დივიზიონში მეორე მატჩი ჩაატარა. ჰოლანდიასთან გამარჯვებას სომხეთის ძლევა მოყვა. ქართველებმა სომხებს 98:46 სძლიეს. თითოეულ მეოთხედში საქართველოს ნაკრების უპირატესობა ძალიან შთამბეჭდავი იყო: 27:16, 29:16, 20:10 და 22:4.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები, რომელსაც მილოშ გლიგორიევიჩი წვრთნის, მესამე ტურში შვედეთს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველები ჯგუფური ეტაპიდან გასვლის საკითხს ფაქტობრივად დადებითად გადაწყვეტენ.

საქართველოსა და შვედეთის მატჩი 14 ივლისს თბილისის დროით 21 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, C ჯგუფში საქართველო, ჰოლანდია, სომხეთი, შვედეთი, ესტონეთი და კოსოვო ასპარეზობენ.

ფოტო: gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები