გრიზმანი ბარსელონაში ჩავიდა -
Aa
Aa

გრიზმანი ბარსელონაში ჩავიდა - "მინდა ყველაფერი მოვიგო"

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში ჩავიდა და კლუბის გერბთან პირველი ფოტოები გადაიღო, რის შემდეგაც "გრიზი" პრესას გაესაუბრა.

"ძალიან ბედნიერ და ენთუზიაზმით აღსავსე ვარ. მზად ვარ გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყო.

აქ მე ახალი გამოწვევები მაქვს, რომელსაც იმედია იდეალურად შევასრულებ. მინდა ყველაფერი მოვიგო - თასი, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა.

უმტიტისა და დემბელეს ვესაუბრე და მოუთმენლად ველი მათთან ერთად დროის გატარებას.

აქ გადმოსვლა მინდოდა და ჩემი ოჯახი ყოველთვის მედგა გვერდში. ხანდახან შენ გადაწყვეტლებების მიღება გიწევს.

მესისთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. მოედანზე გასვლამდე ვეღარ ვითმენ. იმედი მქვს, რომ ერთად თამაშით სიამოვნებას მივიღებთ.

მე ვარ მოთამაშე, რომელიც არის მხიარული მოედანზეც და გასახდელშიც და იმედია ჩემს თანაგუნდელებს ბევრ სარგებელს მოვუტან".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები