57 წუთში! სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში შანსი არ დაუტოვა!
Aa
Aa

57 წუთში! სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში შანსი არ დაუტოვა!

უიმბლდონზე დღეის ჩათვლით 2 მთავარი შეხვედრა იყო ჩასატარებელი - ფინალები ქალთა და ვაჟთა შორის.

დღეს სიმონა ჰალეპმა ლეგენდარულ სერენა უილიამსს ფინალურ შეხვედრაში შანსი არ დაუტოვა და 57 წუთში, 2 სეტში 6:2, 6:2 სძლია!

ქალთა ღია პირველობაზე ჰალეპი გახდა პირველი რუმინელი ქალბატონი, რომელმაც უიმბლდონის მოგება შეძლო.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ნათელი იყო, რომ ჰალეპი არაფრის დათმობას არ აპირებდა.

უიმბლდონის 7 გზის გამარჯვებული სერენა უილიამსი დღეს თავის თავს არ ჰგავდა და მისი მარცხიც ლოგიკური იყო.

შეგახსენებთ, რომ სიმონა ჰალეპმა თავისი პირველი დიდი სლემი 2018 წელს როლან გაროზე მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები