Aa
Aa

ბუდაპეშტის გრან პრი: გრიგალაშვილის ბრწყინვალე იპონი და ოქროს მედალი!

ძიუდოში ბუდაპეშტის გრან პრი 81 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ტატო გრიგალაშვილი წარმატებით დაასრულა. მან ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელი ჟოაო მასედო დაამარცხა. ქართველმა სამხრეთამერიკელს ვაზარითა და იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება გრიგალაშვილის ფინალამდე განვლილ გზას,  ქართველმა ტურნირის პირველი ეტაპი გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი ესპანელი ერერო დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.

გრიგალაშვილმა იტალიელ კრისტიან პარლატთან გამარჯვებით მერვედფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მორიგ შეხვედრაში გრიგალაშვილმა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს შანსი არ დაუტოვა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილმა ივაილო ივანოვს სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

მისი მეტოქე ნახევარფინალში ატილა უნგვარი იყო, რომელიც ქართველმა იპონით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ცხელი ამბები