ნეიმარის მინიშნება! ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელი ვიდეო განათავსა!
Aa
Aa

ნეიმარის მინიშნება! ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელი ვიდეო განათავსა!

ესპანური Sport-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ნეიმარი ხვალ, 14 ივლისს პარიზში ჩაფრინდება, სადაც პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდება.

წყაროს ცნობით ეს იქნება ბრაზილიელის სატრანსფერო საგის გადამწყვეტი ფაზის დასაწყისი. ნეიმარი პარიზელთა სპორტულ დირექტორს ლეონარდოს შეხვდება და თავისი მომავლის შესახებ არსებულ სიტუაციას ნათელს მოჰფენს.

ნეიმარმა დღეს პრესასთან პირველად ისაუბრა და დუმილი დაარღვია, თუმცა "ბარსელონას" შესახებ მას არაფერი უთქვამს, მაგრამ ბრაზილიელმა ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს ინტრიგა მაინც დაუტოვა.

"ნეიმ" თავისი ინსტაგრამის სთორი განაახლა, სადაც განათავსა ვიდეო, სადაც ვხედავთ "ბლაუგრანას" ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელის პორტრეტს, რომელიც განთავსებული არის ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

 

აქედან გამომდინარე ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ფეხბურთელი ბარსელონაში იმყოფებოდა, თუმცა ინფორმაცია დაუზუსტებელია და არც ის არის ცნობილი ვის შეხვდა ნეიმარი კატალონიაში ყოფნის დროს.

რაც ნათელია და რაც უკვე ფაქტია არის ის, რომ ნეიმარმა "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ მორიგი მინიშნება გააკეთა და სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები