ბუდაპეშტის გრან პრი: ბრწყინვალე გამოსვლა - გრიგალაშვილი ფინალშია!
Aa
Aa

ბუდაპეშტის გრან პრი: ბრწყინვალე გამოსვლა - გრიგალაშვილი ფინალშია!

ძიუდოში ბუდაპეშტის გრან პრიზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ტატო გრიგალაშვილი წარმატებით ასპარეზობს. მას ფინალში გასვლით ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

ქართველმა ტურნირის პირველი ეტაპი გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი ესპანელი ერერო დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.

გრიგალაშვილმა იტალიელ კრისტიან პარლატთან გამარჯვებით მერვედფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მორიგ შეხვედრაში გრიგალაშვილმა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს შანსი არ დაუტოვა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილმა ივაილო ივანოვს სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

მისი მეტოქე ნახევარფინალში ატილა უნგვარი იყო, რომელიც ქართველმა იპონით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალში გრიგალაშვილი ჟოაო მასედოს დაუპირისპირდება. 27 წლის ბრაზილიელი 2014 წელს 73 კგ. კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ.

ცხელი ამბები