გრიზმანი 7 ნომერს იღებს - კოუტინიოს წასვლა გადაწყვეტილია?
Aa
Aa

გრიზმანი 7 ნომერს იღებს - კოუტინიოს წასვლა გადაწყვეტილია?

როგორც უკვე ვიცით, "ბარსამ" ზაფხულის პირველი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და ანტუან გრიზმანი გაიფორმა.

ბარსელონელებმა "ატლეტიკოს" გრიზმანის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხადეს, ფეხბურთელთან კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 800 მილიონი ევრო წერია.

გრიზმანის პრეზენტაცია მიმდინარე კვირაში შედგება და ის გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადებას პირველივე დღიდან დაიწყებს.

არსებობს ერთი საკითხი, რომელიც ჯერ არ გარკვეულა, თუმცა როგორც ესპანური პრესა წერს მალე მასაც ნათელი მოეფინება.
საუბარია გრიზმანის სათამაშო ნომერზე, რომელიც როგორც ჩანს 7-ანი იქნება...

როგორც მოგეხსენებათ, ამ ნომრით "ბლაუგრანაში" კოუტინიო თამაშობს. ისმის კითხვა: რა ბედი ელის ბრაზილიელს?

"კოუ" "ბარსაში" თავს ისედაც არაკომფორტულად გრძნობს და გუნდიდან წასვლასაც არ გამორიცხავს. ამჯერად ნომრის წართმევის შემთხვევაში პრაქტიკულად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრაზილიელს კლუბი გაყიდის.

ეს არ არის ვინმე მესამეხარისხოვანი მოთამაშე, რომელიც თავის ნომერს უპრობლემოდ დათმობს. ასეთი უპატივცემულობა კი მხოლოდ იმით აიხსნება, რომ კონკრეტულ მოთამაშეს კლუბი ტრანსფერზე დაყენებას უპირებს.

როგორც ცნობილია, "ბარსა" კოუტინიოს ნეიმარის ტრანსფერში ჩართვას გეგმავს. დაველოდოთ მოვლენბის განვითარებას და ვნახოთ გამართლდება თუ არა ვარაუდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები