კვარაცხელია ''რეალზე'' ოცნებობს:''...ამიტომ წამოვედი ''ლოკომოტივიდან''...''
Aa
Aa

კვარაცხელია ''რეალზე'' ოცნებობს:''...ამიტომ წამოვედი ''ლოკომოტივიდან''...''

ყაზანის ''რუბინის'' ქართველი ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის ''რეალში'' თამაშზე ოცნებობს. ფეხბურთელმა რუსულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში მადრიდის ''რეალისადმი'' სიმპათია არ დამალა და გაამხილა, რომ მისი მიზანი დასავლეთ ევროპაში თამაშია. 18 წლის ქართველი ტალანტი sport24.ru-ს ესაუბრა.

''ლოკომოტივიდან'' წამოსვლისა და ''რუბინში'' გადასვლის მიზეზები

''ლოკომოტივში'' ზამთარში გადავედი და იქ ყოფნის პერიოდში მუდმივად მიდიოდა საუბარი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. კლუბის ხელმძღვანელები ხელშეკრულების 1+3 სისტემით გაფორმებას მთავაზობდნენ, თუმცა კონტრაქტის ერთ-ერთი პირობა ჩემთვის მიუღებელი იყო, კლუბს უფლება ჰქონდა ერთწლიანი ასპარეზობის შემდეგ ტრავმის მიღების შემთხვევაში კონტრაქტი კიდევ სამი წლით არ გაეგრძელებინა. ამ სახით კონტრაქტი სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებთან ფორმდება. მე ხომ სინჯებზე არ ვიყავი.

შემდეგ ''რუბინმა'' ხუთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. ნებისმიერ შემთხვევაში კლუბში ვითამაშებ იმდენი ხანი, რამდენიც კონტრაქტითაა გათვალისწინებული, გაურკვევლობა გამორიცხულია. ჩემს აგენტ მამუკა ჯუღელთან და ოჯახთან საუბრის შემდეგ კარიერის ''რუბინში'' გაგრძელება გადავწყვიტე.

ზურიკო დავითაშვილთან ერთად

ყოველი ვარჯიშის შემდეგ მე და ზურიკო ვრჩებით და ვვარჯიშობთ ჩვენს თამაშში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ვამუშავებთ საჯარიმო დარტყმებსა და პენალტებს. ასევე ბურთს ჰაერიდან მიწაზე დაუშვებლად ვარტყამთ კარისკენ. ვცდილობთ ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდეთ.

ევროპაში თამაშის შანსი

კარიერის ევროპაში გაგრძელების შანსი მქონდა. ეს ჩემი ოცნებაა, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მადრიდის ''რეალში'' თამაში მინდა.

კითხვაზე გარკვეული ხართ თუ არა როგორი ვითარებაა ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ხვიჩა კვარაცხელიამ შემდეგი პასუხი გასცა:''გულწრფელად გეტყვით, რომ ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მე პოლიტიკის მიღმა ვარ.''

ფოტო: rubin-kazan.ru, sport24.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები