ხორხე ვალდანო:
Aa
Aa

ხორხე ვალდანო: "არგენტინაში მესის ახალი ვერსიის ხილვით ბედნიერები არიან"

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხორხე ვალდანომ ლეო მესის ტრანსფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სრულიად არგენტინა მისით მოხიბლულია.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელები მესის ყოველთვის აკრიტიკებდნენ მისი ხასიათისა და ნაკლებად ემოციურობის გამო, თუმცა უკანასკნელმა კოპა ამერიკამ მოედანზე სულ სხვანაირი მესი დაგვანახა. ვალდანოც სწორედ ამაზე საუბრობს.

"არგენტინა როგორც ჩანს მესის ასეთი ცვლილებითა და ამ ვერსიით ბედნიერია. მე კი მხოლოდ ნაწილობრივ.
ჩვენ ვნახეთ ლეოს ახალი ვერსია, უფრო მიწიერი. ის აგრესიული იყო და არ ერიდებოდა ხმამაღალ განცხადებებს. მაგალითად, როგორიც იყო კონმებოლის კორუფციაში დადანაშაულება და ბრინჯაოს მედლების აღებაზე უარის თქმა.

პირადად მე მესის ძველი ვერსია მერჩივნა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მსოფლიოში მისი რეპუტაციით, იმით თუ როგორ აკონტროლებდა ის ემოციებს მოედანზე.

რაც შეეხება მის ამ ახალ ვერსიას, მას მხოლოდ ნაწილობრივ ვიწონებ, თუმცა არგენტინა როგორც ჩანს ახალი მესით კმაყოფილია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები