BILD: აი ასეთია
Aa
Aa

BILD: აი ასეთია "ბარსას" გეგმა ნეიმარის დასაბრუნებლად

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი ნეიმარის ტრანსფერის ირგვლივ მორიგ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსას" ფინანსურად იმხელა შესაძლებლობა ამ მომენტისთვის არ გააჩნია, რომ პარიზელთა მოთხოვნილი თანხის გადახდა შეძლოს და მათ განსხვავებულ წინადადებას უმზადებენ.

კატალონიელები პსჟ-ს თავიანთი 4 მოთამაშიდან 3-ის დათმობას სთავაზობენ: კოუტინიო, დემბელე, სემედუ და უმტიტი.
"ბარსელონა" ამ ოთხი მოთამაშიდან სამის დასათმობად მზადაა, თუ ნასერ ალ ხელაიფი მათ ნეიმარში გაცვლას დათანხმდება.

ზემოთხსენებული ფეხბურთელები ერნესტო ვალვერდეს ნდობით ნაკლებად სარგებლობენ და საქმეც ამაშია. ბასკი სპეციალისტი ნეიმარის გუნდში დაბრუნების თანახმაა და მზადაა ბრაზილიელის სანაცვლოდ მის შავ სიაში მყოფი ფეხბურთელები დათმოს.

ყველაფერი უახლოეს 1 კვირაში გაირკვევა. ნეიმარი პარიზში ჩადის, რაც არსებულ გაურკვევლობას ნათელს მოჰფენს და ბევრ კითხვას პასუხიც გაეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები