ზიდანი მბაპეს საკმაოდ ხშირად ეკონტაქტება...
Aa
Aa

ზიდანი მბაპეს საკმაოდ ხშირად ეკონტაქტება...

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ი წერს, რომ ზინედინ ზიდანი კილიან მბაპესთან აქტიურად კონტაქტობს.

ზიზუ 20 წლის სუპერვარსკვლავის გადმობირებას ცდილობს და მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

როგორც ცნობილია მბაპემ პარიზელებთან ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა და უდიდესი ალბათობით ეს ყველაფერი 2020 წელს მისი კლუბიდან წასვლით დასრულდება.

მიუხედავად ზიდანის ამხელა ინტერესისა, პსჟ მბაპეს მიმდინარე ზაფხულს არ დათმობს, რადგან ნეიმარის წასვლის შემთხვევაში კლუბს იმავე სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის მეორე ლიდერის დაკარგვა ნამდვილად არ სურს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას ემსახურება ზიდანის ასეთი ინტერესი - მბაპეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გადმობრებას, თუ უბრალოდ ფრანგი სპეციალისტი მის წინასწარ დაბევებას გეგმავს, რომ 2020 წელს კილიანის შეძენაში "რეალს" ვერავინ შეეცილოს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები