ყაზაიშვილი შეუჩერებელია: ვაკოს გოლების სერია გრძელდება
Aa
Aa

ყაზაიშვილი შეუჩერებელია: ვაკოს გოლების სერია გრძელდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში ''ლოს ანჯელეს გალაქსისთან'' შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდი საკუთარ კედლებში 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. 61-ე წუთზე ''სან ხოსემ'' ყაზაიშვილის გოლით წონასწორობა აღადგინა. 

64-ე წუთზე ყაზაიშვილის აქტიურობასა და საგოლე გადაცემას დანი ჰოესენის გოლი მოჰყვა, ''სან ხოსე'' დაწინაურდა - 1:2.

85-ე წუთზე ყაზაიშვილისა და კაშიას გუნდმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:3. ყაზაიშვილმა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ქართველის თანაგუნდელმა გაიტანა.

ყაზაიშვილის ანგარიშზე ბოლო შვიდ შეხვედრაში 7 გოლია. გასულ თვეში ''სან ხოსემ'' იბრაჰიმოვიჩის გუნდს საკუთარ კედლებში უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. იმ მატჩში 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა და შემდეგ საგოლე პასი შეასრულა.

''სან ხოსეს'' მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ კაშია და ყაზაიშვილი სასტარტოში 90 წუთი ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები