ნადალის ღირსეული კომენტარი ფედერერთან დამარცხების შემდეგ
Aa
Aa

ნადალის ღირსეული კომენტარი ფედერერთან დამარცხების შემდეგ

როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის რიგით მე-40 ურთიერთშეხვედრა ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, რითაც მან უიმბლდონის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვა.

7:6 (7-3), 1:6, 6:3, 6:4 - 3 საათი და 5 წუთი - 37 წლის შვეიცარიელმა მორიგი შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

შეხვედრის შემდეგ რაფაელ ნადალმა შვეიცარიელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ღირსეული კომენტარი გააკეთა.

"როჯერ გილოცავ, რადგან დღეს შენ ჩემზე უკეთესი იყავი. მას ყოველთვის აქვს უნარი იმისა, რომ რთული სიტუაცია მარტივად აქციოს.

ის კორტზე ნებისმიერზე სწრაფად მოძრაობს. როჯერი შენზე ზეწოლას გამუდმებით ახდენს, რადგან მას შეუძლია, რომ ბურთი ნებისმიერზე სწრაფად დაიჭიროს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები