გრიზმანის პირველი კომენტარი
Aa
Aa

გრიზმანის პირველი კომენტარი "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ

12 ივლისს "ბარსელონამ" ანტუან გრიზმანი ოფიციალურად გამოისყიდა და გაიფორმა.

ბარსელონელებმა "ატლეტიკოს" გრიზმანის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხადეს, ფეხბურთელთან კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 800 მილიონი ევრო წერია.

გრიზმანმა ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მამაჩემმა ბავშვობაში მასწავლა, რომ ცხოვრებაში "მატარებელი" მხოლოდ ერთხელ არ მოდის. დადგა დრო, რომ მივიღო გადაწყვეტილება გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით.

როგორც იქნა ჩვენი გზები გადაიკვეთა. მე დავიცავ "ბარსას" მაისურს მთელი ჩემი პასუხისმგებლობით. ეს ჩვენი მომენტია, ეს ჩვენი გზაა".

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონა" გრიზმანს "კამპ ნოუზე" ქომაგების წინაშე ვერ წარადგენს, რადგან მოედანზე მინდვირს გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები