ქართველი ძიუდოისტების მარცხი ბუდაპეშტში
Aa
Aa

ქართველი ძიუდოისტების მარცხი ბუდაპეშტში

ბუდაპეშტი დაწყებული ძოიდოს გრან პრი ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა იასპარეზეს და სამწუხაროდ, ორივე 1/16-ფინალში დამარცხდა.

თემურ ნოზაძემ პირველ ორთაბრძოლაში პორტუგალიელი გონსალო მანსინიო დაამარცხა. 1/16-ფინალში ქართველი უზბეკ მეტოქეს, ქემრან ნურილაევს დაუპირისპირდა და  წააგო.

 ჯაბა პაპინაშვილი მეორე ეტაპიდან ჩაერთო გათამაშებაში და პირველივე ორთაბრძოლაში ბრაზილიელ იტალო კარვალიოსთან დამარცხდა

13 და 14 ივლისს ტურნირში სხვა ქართველი ძიუდოისტები ჩაერთვებიან: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90 კგ.), გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), ონისე ბუღაძე (+100 კგ.).

 დღესვე გოგონებში საქართველოს სახელით ტატიანა ლევიტსკი-შუკვანმა იასპარეზა , რომელიც რეპეშაჟში რუმინელ ანდრეა ჩიტუსთან დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ტატიანამ რუს მეტოქეს ალესია კუზნეცოვას მოუგო , მეორე წრეში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა პოლონელი კაროლინა პენკოვსკა დაამარცხა. მეოთხედფინალში კი ჩვენმა სპორტსმენმა შეხვედრა  ოლიმპიურ ჩემპიონთან მაჯილინდა კელმენდისთან დათმო.

ცხელი ამბები