7-კაცა საფრანგეთში შესარჩევზე
Aa
Aa

7-კაცა საფრანგეთში შესარჩევზე

საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები ხვალ და ზეგ საფრანგეთში, ქალაქ კოლიმიეში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ითამაშებს.

 ტოკიოს საგზურისთვის ევროპიდან 12 გუნდი იბრძოლებს - 9 მოწინავე გრან პრიდან, ორი საუკეთესოალაფიდანდაკონფერენც დივიზიონისგამარჯვებული. ისინი სამ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ხოლო 14-ში ფლეი ოფები გაიმართება. 

 პირველი დღის შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი ოლიმპიადის საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას. იაპონიაში პირველი გუნდი პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟის საგზურს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება. 

 საქართველო კოლომიეშიჯგუფში, ინგლისის, გერმანიისა და ლიეტუვას ნაკრებებთან ითამაშებს. 13 ივლისს პირველი შეხვედრა ჩვენი დროით 14:22 საათზე გერმანიასთან გვაქვს; 16:45 საათზე ინგლისს ვეთამაშებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 19:30 საათზე ლიეტუვასთან მატჩით ვასრულებთ.

 ჯგუფში საფრანგეთის, პორტუგალიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებები მოხვდნენ; „ჯგუფში კი ირლანდიის, ესპანეთის, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ითამაშებენ. 

საფრანგეთში მიემგზავრებიან:

 ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

ცხელი ამბები