ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

ლაუტარო მარტინესი "ბარსაში"?

კატალონიის „ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესის გადაბირებითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას არგენტინელი თავდამსხმელის აგენტი ავრცელებს.

ესპანელმა ჟურნალისტებმა ალბერტო იაკეს მარტინესის „კამპ ნოუზე“ შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს. „ინტერის“ ფეხბურთელის აგენტმა კი დაადასტურა, რომ „ბლაუგრანას“ ინტერესი ნამდვილად აქვს.

იაკეს თქმით მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ბარსელონა“ მისი კლიენტის ტრანსფერს აქტიურად განიხილავს და კატალონიელები არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილი.

მარტინესი „ინტერის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. 21 წლის თავდამსხმელს „ნერაძურის“ მაისურით 35 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდების კარის აღება 9-ჯერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ მილანელები ლაუტაროს დათმობას არ აპირებენ და მის სანაცვლოდ 126 მილიონ ევროს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები