Aa
Aa

"პსჟ-ს" გეიე სურს

„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება. ფრანგული კლუბის ერთ-ერთი სამიზნე „ევერტონის“ სენეგალელი ნახევარმცველი, იდრისა გეიეი გახლავთ.

პარიზელებს 29 წლის ფეხბურთელის შეძენა იანვარშიც სურდათ, თუმცა მაშინ „მერსისაიდელები“ ვერ დაითანხმეს.

L’Équipe-ის ინფორმაციით „პსჟ-მ“ ინტერესი გაანაახლა და „კანფეტებს“ გეიეს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა.

L’Équipe იუწყება, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ევერტონს“ სენეგალელის 30 მილიონ ევროდ გასხვისება არ სურს და პარიზელთა პირველ წინადადებაზე უარი განაცხადა.

გეიეს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა ფრანგული გამოცემა იტყობინება, რომ სენეგალელს „გუდისონ პარკის“ დატოვება და კარიერის „პარკ დე პრენსზე“ გაგრძელება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები