Aa
Aa

"მანჩესტერი" წინადადებას ამზადებს! 80 მილიონი ევრო მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ

ახალი სეზონის დაწყებამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს კვალიფიციური ჰავბეკის დამატება სურს. რამდენიმე დღის წინ გუნდი ანდერ ერერამ დატოვა. სავარაუდოდ მის გზას პოლ პოგბაც გაუყვება და „წითელ ეშმაკებს“ ნახევარდაცვის ხაზში ახალი სისხლი ნამდვილად დასჭირდებათ.

„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები „ლაციოს“ სერბ ფეხბურთელს, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უმიზნებენ. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით „მანჩესტერის“ ხელმძღვანელები „ლაციალეს“ მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ.

„იუნაიტედი“ წინადადებას ამზადებს და აპირებს 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღოს. თუმცა პრობლემა ის გახლავთ, რომ რომაელები გაცილებით მეტს ითხოვენ და სერბ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ „წითელი ეშმაკების“ გარდა მილინკოვიჩ-სავიჩის საკუთარ რიგებში ხილვა „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები