Aa
Aa
12 ივლისი 2019  |  10:50

მატჩის შეჩერება რასიზმის გამო - ცვლილებები ფეხბურთის წესებში

ფიფა-მ ფეხბურთის წესებში წელს უკვე არაერთი ცვლილება შეიტანა, გუშინ კი კიდევ ერთი ახალი რეგულაციის შესახებ გამოაცხადა. საქმე რასიზმსა და ფეხბურთში მის აღკვეთას ეხება.

ამიერიდან მთავარ არბიტრს შეეძლება, რომ საფეხბურთო მატჩი რასისტური შეძახილებისა თუ რასიზმის სხვა სახის გამოვლინების გამო შეაჩეროს.

ნებისმიერი გულშემატკივრის ან სტადიონზე მყოფი ადამიანის მხრიდან, სხვა პიროვნების მიმართ გამოხატული დისკრიმინაცია: რასის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ორიენტაციისა და დაბადების ადგილის გამო, აუცილებლად სანქცირებადი გახდება.

ასეთი ფაქტის პირველად დაფიქსირების შემთხვევაში, დამნაშავეს 20 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს, ხოლო ფაქტის გამეორებისთვის დამნაშავესთან ერთად გუნდი ქულების დაკლებით, ერთი ან ორი მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებით, ტექნიკური წაგებით ან ტურნირიდან მოკვეთით დაისჯება.

საფეხბურთო წესებში აღნიშნული სიახლე უკვე შევიდა და ის ფეხბურთის ნებისმიერი ოფიციალური მატჩისას 15 ივლისიდან იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები