Aa
Aa

ახალი თანრიგი უიმბლდონზე - ისტორიული მატჩი ელკოტმა მოიგო

უიმბლდონის 2019 წლის გათამაშება განსაკუთრებული გამოდგა. ტურნირზე აქამდე ეტლით მოსარგებლეთა წყვილთა და ერთეულთა შეჯიბრება იმართებოდა, წელს კი კონკრეტულად ბარძაყის ოთხთავა კუნთდაზიანებულთა გათამაშების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ავსტრალიელმა პარალიმპერმა, დილან ელკოტმა იაპონელ კოჯი სუგენოს ორ სეტში მოუგო და უიმბლდონის აღნიშნული თანრიგის პირველი მატჩის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელებს დარტყმის შესრულება მათ მოედანზე ბურთის ორჯერ დავარდნის შემდეგაც შეეძლოთ.

ეტლით მოსარგებლეთა უიმბლდონის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 46 ათას ფუნტს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები