სერენა უილიამსი უიმბლდონის ფინალში მე-11-ედ გავიდა
Aa
Aa

სერენა უილიამსი უიმბლდონის ფინალში მე-11-ედ გავიდა

უიმბლდონის ქალთა თანრიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ სერენა უილიამსმა და დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალის ყველაზე ასაკოვანმა დებიუტანტმა, ბარბორა სტრიცოვამ, ითამაშეს.

ამერიკელმა ვარსკვლავმა მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ჩეხი მეტოქის დასამარცხებლად სულ რაღაც 59 წუთი დასჭირდა - 6:1; 6:2.

სერენა უიმბლდონის ფინალში მე-11-ედ გავიდა და ტიტულის მერვედ მოგებას შეეცდება. თუკი ამას შეძლებს, კარიერაში 24-ე დიდი სლემის ტურნირს მოიგებს, რითაც მარგარეტ კორტის მაჩვენებელს გაუთანაბრდება.

მისი მოწინააღმდეგე სიმონა ჰალეპი იქნება, რომელმაც ელინა სვიტოლინა ასევე მარტივად დაამარცხა. როლან გაროსის გასული წლის ჩემპიონობის შემდეგ რუმინელი დიდი სლემის მეორე ტიტულს დაუმიზნებს. უილიამსისა და ჰალეპის ფინალური შეხვედრა შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები