''ტორპედოს'' მწვრთნელმა რუსულად არ ისაუბრა:''ჩემს ენას პატივს ვცემ''
Aa
Aa

''ტორპედოს'' მწვრთნელმა რუსულად არ ისაუბრა:''ჩემს ენას პატივს ვცემ''

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ''ორდაბასიმ'' შინ ქუთაისის ''ტორპედო'' 1:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში გაიმართება.

მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა, მან ქართულ ენაზე ისაუბრა და ქართული გუნდის პრესსამსახურმა ჩხეტიანის კომენტარი გაავრცელა, რომელშიც ყველაზე ყურადსაღები ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ქართველმა მწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რატომ არ ისაუბრა რუსულ ენაზე.

კახა ჩხეტიანი:''დავმარცხდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს. საპასუხო მატჩამდე ერთი კვირაა და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ უკეთ მოსამზადებლად.''

- ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილიი ხართ?

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მარცხი ცუდია, მაგრამ ანგარიში - მისაღები. "ორდაბასს" გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, ვერ გაიტანეს და საპასუხო შეხვედრაში შანსი გვაქვს.

ერთი კვირის შეკრებილი გუნდი ვართ და ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელების დღევანდელი გარჯით კმაყოფილი ვარ. მათ ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ

- გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?

იმიტომ რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები