Sky Sports -
Aa
Aa

Sky Sports - "რეალი" შესაძლოა ნეიმარისთვის ბრძოლაში ჩაერთოს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ მადრიდის "რეალმა" შესაძლოა ნეიმარის ტრანსფერის გაჩარხვა სცადოს.

ბოლო პერიოდში ბრაზილიელ შემტევს "ბარსელონაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "ბლაუგრანა" არ ჩქარობს და გამორიცხული არაა შექმნილი სიტუაციით "სამეფო კლუბმა" ისარგებლოს.

"ლოს ბლანკოსის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი "ნეის" გადაბირებითაა დაინტერესებული და ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით შესაძლოა "პსჟ-ს" წინადადებითაც მიმართოს.

Sky Sports-ის ცნობით პარიზული კლუბის წარმომადგენლებს "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ეს ფაქტი "რეალის" შანსებს ზრდის.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდა არ სურს და იმედოვნებს, რომ "პსჟ-ს" ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვით დაიყოლიებს.

აქვე დავძენთ, რომ "პსჟ-ს" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში, კლუბი ნეიმარის გასხვისებაზე თანხმობას განაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები