Mundo Deportivo -
Aa
Aa

Mundo Deportivo - "ბარსელონა" გრიზმანის გამოსასყიდ თანხას ხვალ გადაიხდის

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით კატალონიის "ბარსელონა" გრიზმანის მეგა-ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. როგორც ირკვევა "ბლაუგრანა" ფრანგი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას ხვალ დილით გადაიხდის.

Mundo Deportivo-ს ცნობით ლა ლიგის შტაბ-ბინაში გასამართ შეხვედრას "ბარსელონას" წარმომადგენელი არ დაესწრება, თუმცა ფრანგი ფეხბურთელის ადვოკატი ადგილზე იქნება.

აღსანიშნავია, რომ "ბარსას" გრიზმანის ოფიციალურად გაფორმება მანამ არ შეეძლება, სანამ ლა ლიგა არ დაამტკიცებს, რომ ყველაფერი წესების მიხედვით ჩატარდა. თუ ესპანური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ხარვეზები ვერ აღმოაჩინა, "ბარსა" ტრანსფერის დადასტურების უფლებას მიიღებს.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ გრიზმანი "კამპ ნოუს" ბინადრებთან 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტის ფინანსური მხარე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ანტუანი დასტურის მიღების შემდეგ თვითმფრინავის დაქირავებას და ბარსელონაში გამგზავრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" პირველ შეკრებას 15 ივლისს გამართავს, თუმცა კლუბს რამდენიმე მოთამაშე დააკლდება, რომლებმაც კოპა ამერიაკზე იასპარეზეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები