Aa
Aa

"ტორპედო" "ორდაბასთან" დამარცხდა

ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო. ქართულმა გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად კახა ცხადაძის "ორდაბასის" წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა სათამაშო ინიციატივა ხელთ მალევე იგდეს. "ორდაბასი" უპირატესობას მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ შეტევაში დიდი ძალებით არ გადადიოდა და ფონს გასვლას შორეული დარტყმებით ცდილობდა.

ყაზახებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. კუთხურის შემდეგ "ტორპედოს" ფეხბურთელებმა მეტოქეს ვერ აჯობეს და კვასხვაძის გმირობა რომ არა ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა. ქუთათურთა მეკარემ ბრწყინვალე სეივი შეასრულა და იერლანოვის თავური მოიგერია. დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 67-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. კუთხურისას ქუთათურთა გოლკიპერმა უხეში შეცდომა დაუშვა და ჩვენებური გუნდის კარი იერლანოვმა აიღო. გატანილი გოლის შემდეგ "ორდაბასი" შეტევაზე იყო ორიენტირებული და 71-ე წუთზე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა კვასხვაძემ საკუთარი შეცდომა გამოასწორა და ურთულესი ბურთი მოიგერია.

მასპინძლები დარჩენილ დროშიც ფლობდნენ ინიციატივას და მომენტიც შექმნეს, თუმცა ვერაფერი გააწყვეს და საბოლოოდ 1-0 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები