ჰალეპი ფინალშია! - რუმინელმა სვიტოლინა გაანადგურა
Aa
Aa

ჰალეპი ფინალშია! - რუმინელმა სვიტოლინა გაანადგურა

უიმბლდონის ქალთა თანრიგის პირველი ფინალისტი სიმონა ჰალეპი გახდა. რუმინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინას ნახევარფინალური მატჩი იოლად მოუგო.

პირველ სეტში ბრძოლა მხოლოდ საწყის გეიმებში იყო, თუმცა სვიტოლინამ შანსები ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჰალეპმა გაილაღა და პარტია 6:1-ით დახურა.

დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალური ეტაპის მონაწილე პირველმა უკრაინელმა ქალმა მეორე სეტი კარგად დაიწყო და საკუთარ მოწოდებას დამაჯერებლად ინარჩუნებდა და 3:3-მდე ჩოგბურთელები უბრეიკპოინტოდ მივიდნენ, რასაც უკრაინელის ჩავარდნა და ისევ სიმონას ბრწყინვალე თამაში მოჰყვა, საბოლოოდ - 6:1; 6:3.

სიმონა ჰალეპი პირველი რუმინელი ქალია, რომელიც უიმბლდონის ფინალურ შეხვედრაში ითამაშებს. მისი მეტოქე სერენა უილიამსისა და ბარბორა სტრიცოვას მეორე ნახევარფინალურ მატჩში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები