Aa
Aa

"ტოტენჰემი" "რეალს" სებალიოსის ტრანსფერზე ელაპარაკება

ლონდონის „ტოტენჰემი“ და მადრიდის „რეალი“ დანი სებალიოსის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელს „ბლანკოსის“ ტრანსფერით დატოვება არ სურს და იჯარის ფორმაზეა თანახმა, რისი წინააღმდეგი არც თავად „ტოტენჰემია“. იჯარა ლონდონელთათვის მართლაც კარგი ვარიანტი უნდა იყოს, რადგან ახალგზრდა ნახევარმცველს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი ნახევარი მილიარდი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ბევრი რამ კრისტიან ერიქსენის სამომავლო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, დანიელმა უკვე გამოაცხადა, რომ „დეზების“ რიგებიდან წასვლა და ახალი გამოწვევის მიღება სურს, დაინტერესებულ კლუბთა შორის კი ერთ-ერთი მოწინავე ადგილი სწორედ „რეალს“ უჭირავს.

მადრიდული გამოცემა Marca რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ სებალიოსის გადაბირებით „ლივერპულიც“ ინტერესდება და მზადაა, მის ტრანსფერში 45 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები