Aa
Aa

0:5 - ტოჩინოშინი ასანოიამასთანაც დამარცხდა...

ტოჩინოშინი „ნაგოია ბაშოს“ მე-5 დღეს მოქმედ ჩემპიონს პირველ მაეგაშირა ასანოიამას დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით ფაქტიურად უშანსოდ დამარცხდა.

ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორ მოპარეს ტოჩინოშინს „ნაცუ ბაშოზე“ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება, რამაც „ტოჩი“ საჩემპიონო ბრძოლას ჩამოაშორა.

დღევანდელ ბრძოლამდე ლევანსა და ასანოიამას ურთიერთშეხვედრების ბალანსი 1-1-ზე ჰქონდათ.

როგორც ტოჩინოშინმა გუშინ განაცხადა, ის ასანოიამასთან დამარცხების შემთხვევაში „ნაგოია ბაშოდან“ მოეხსნებოდა და ტრავმის მოშუშებას მეტ დროს დაუთმობდა. ლევანი მომდევნო ტურნირისთვის მოემზადება, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.

ამ მომენტისთვის უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ოძეკი საბოლოოდ...

თუ ტოჩინოშინი „ნაგოია ბაშოზე“ გამოსვლას გააგრძელებს, მე-6 დღეს მისი მეტოქე კომოსუბი აბი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს ამარცხებს.

ცხელი ამბები