გუგეშაშვილი:''უარი ვთქვი უკეთეს პირობებზე... ''გრანადაში'' თამაში დიდი შანსია''

სიახლე 11.07.2019
A+ A- 10:14

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ესპანურ ''გრანადაში'' გააგრძელებს. პოლონურმა ''იაგიელონიამ'' 19 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგის კლუბში ერთწლიანი იჯარით გაუშვა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ ''გრანადას'' ქართველი ლეგიონერის გამოსყიდვის უფლება აქვს.

ესპანური კლუბის ახალწვეული CrystalSport-ს ესაუბრა.

მოლაპარაკება ''გრანადასთან''

''გრანადასთან'' ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე გამოსყიდვის უფლებით, რაც საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ავტომატურად სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას გულისხმობს.

სინჯებზე ლაპარაკიც არ ყოფილა, ესპანურმა მხარემ თავიდანვე საუბარი პირდაპირ კონტრაქტზე დაიწყო, კლუბის წარმომადგენლები მოლაპარაკებას ჩემს აგენტთან და მეგობართან ბაჩანა ცხადაძესთან აწარმოებდნენ. ფორმალური საკითხი ძალიან მალე მოგვარდა, რაც ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ასევე დიდი მადლობა ოთარ კაკაბაძეს პოზიტიური რეკომენდაციისთვის, რაც მსგავს ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრა ''გრანადას'' მთავარ მწვრთნელთან

დიეგო მარტინესს ვესაუბრე, ძალიან თბილი საუბარი გამოვიდა, მთავარი მწვრთნელი ჩემზე დიდ იმედებს ამყარებს, რომ ''გრანადაში'' ადაპტაციას სწრაფად გავივლი. მან პირადაპირ მითხრა, რომ ლა ლიგამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რაც დამოკიდებული მხოლოდ ჩემზე იქნება. თამაშებს ''გრანადას'' სარეზერვო გუნდში ჩავატარებ და პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. საწყისი ეტაპი ასეთია.

პირველი დღე ''გრანადაში''

კლუბში დასაქმებულმა ყველა პირმა და ახალმა თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. ამ მხრივ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალი თანაგუნდელები გავიცანი. ჯერ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიმიღია.ნელ-ნელა ახალ თანაგუნდელებთან უფრო ახლო კომუნიკაცია მექნება. პირველი დღიდან გამომდინარე ნათელია, რომ გუნდში ძალიან მეგობრული და ჯანსაღი გარემოა.

ენობრივი ბარიერი

რაც შეეხება ესპანურ ენას, ამ საკითხზე ზრუნვა თბილისში დავიწყე, ესპანური ენის მასწავლებელთან რამდენიმე გაკვეთილის გავლა მოვასწარი. გრანადაში გავაგრძელებ ესპანური ენის სწავლას. ჩემი აზრით ენის სწავლა ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია სწორი განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი მეკარის შემთხვევაში.

ალტერნატიული ვარიანტი

''გრანადას'' გარდა კონკრეტული წინადადება ''პაფოსიდან'' მივიღე, კვიპროსული კლუბი შეთანხმების მისაღწევად ბევრს ეცადა, მაგრამ არჩევანი ''გრანადაზე'' შევაჩერე, რადგან ჩემთვის ესპანურ კლუბში გადასვლა სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით დიდი შანსია. მიუხედავად იმისა, რომ ''პაფოსი'' ფინანსური კუთხით ბევრად უკეთეს პირობებს მთავაზობდა და კვიპროსზე ერთ-ერთი ამბიციური კლუბია, ვფიქრობ ''გრანადაში'' გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

პრობლემები ''იაგიელონიაში'' და ნდობა გორის ''დილაში''

''იაგიელონიაში'' დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან პოლონეთში წასვლა 16 წლის ასაკში მომიწია. იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა მქონდა, რის გამოც თამაშის საშუალება არ მომეცა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი რატომაც ''იაგიელონიაში'' ვერ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები, რის გამოც კარიერის გორის ''დილაში'' გაგრძელება გადავწყვიტე. ''დილაში'' ყოფნის პერიოდს მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ, კლუბის ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა დიდი ნდობა გამომიცხადეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ და წარმატებებს ვუსურვებ.

2019 წლის აფრიკის თასის გათამაშების გამარჯვებული ალჟირის ნაკრები გახდა! ჯამელ ბელმადის გაწვრთნილმა ნაკებმა სენეგალი 1:0 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში ...

მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ ლა ლიგაში უჩივლა. „როხიბლანკომ“ ესპანეთის ჩემპიონატის მმართველ ორგანოს აცნობა, რ...

კორიერე დელო სპორტის ცნობით ტურინის ‘‘იუვენტუსის’’ ხელმძღვანელები მზად არიან პოლ პოგბას სანაცვლოდ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' სამი...

საქართველოს ჩემპიონ ''საბურთალოს'' აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია გიორგი ქოჩორაშვილის ''ლევანტეში'' ტრანსფერის შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა. კახ...

კოტ დივუარის ნაკრების ფორვარდმა ვილფრიდ ზაჰამ "კრისტალ პალასის" ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ აფრიკის თასის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება სურს. ინ...

"ტოტენჰემი" მზადაა, ბეტისის არგენტინელი ნახევარმცველის ჯოვანი ლო სელსოს სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდ...

მარიო ერმოსო კატალონიური „ესპანიოლის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. კლუბმა მის სანაცვლოდ მადრიდის „ატლეტიკოსგან“ 25...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

„ბარსელონა“ ხორდი ალბას კონკურენტის ძებნას აგრძელებს და ამჯერად ბუნდესლიგის ორი გამორჩეული მარცხენა მცველის - რაფაელ გერეიროსა და დავიდ ალ...

მიუნხენის „ბაიერნი“ ესპანურ ბაზარზე აქტიურად მუშაობს და მარკ როკასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „სელტას“ შემტევ ბრაის მ...

დიდი შანსია, ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. ფეხბურთელის აგენტმა პრესასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი კლიენტი...

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოს“ 24 წლის არგენტინელი შემტევი, ანხელ კორეა, შესაძლოა, „მილანის“ რიგებში ვიხ...

ხამეს როდრიგესის სატრანსფერო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ „ნაპოლიმ“ ფრანგულ „ლილთან“ ნიკოლას პეპეს გადაბირების თაობაზე...

თსუ ფუტსალის გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო პირველობის 1/4 ფინალში გავიდა.  ფუტსალის ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე ჯგუფის ბოლო შეხვედრაში &nbs...

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა, მატიის დე ლიხტმა, მისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. თინეიჯერი ჰოლანდიელი იტალიური დაცვითი საფეხბურთო...

ანდორული „ენგორდანის“ ბარიერი იოლად გადალახა თბილისის „დინამომ“, რომელმაც მეტოქეს მეორე შეხვედრა მინიმალური სხვაობით - 1:0 მოუ...

ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონში გამოსვლა დაასრულა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ყაზახურ „ორდაბასისთან“, რომ...

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის ‘’ტორპედო’’ ‘’მიხ...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
19.07.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
19.07.2019
საქართველოს ჩემპიონ ''საბურთალოს'' აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია გიორგი ქოჩორაშვილის ''ლევანტეში'' ტრანსფერის შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა. კახ...
19.07.2019
მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ ლა ლიგაში უჩივლა. „როხიბლანკომ“ ესპანეთის ჩემპიონატის მმართველ ორგანოს აცნობა, რ...
19.07.2019
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ქალთა 80 000-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა. 21 წლის ბოლქვაძემ ტუ...
19.07.2019
მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ქართველი რიკიში გაგამარუ მასარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი გულშემატკივრებს მიმდინარე ბაშოზე დაფიქსირებული შედეგის გამო ბოდიშ...
19.07.2019
21 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს ევროპის XV ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალი, სადაც მონაწილეობას სპორტის 10 სახე...
19.07.2019
ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი აცხადებს, რომ ფლოიდ მეივეზერი მათ ბრძოლის გამართვას სთავაზობს, მეტიც ფლოიდი მათ ეხვეწება. დაღესტნელი მებრ...
19.07.2019
ანდორული „ენგორდანის“ ბარიერი იოლად გადალახა თბილისის „დინამომ“, რომელმაც მეტოქეს მეორე შეხვედრა მინიმალური სხვაობით - 1:0 მოუ...
19.07.2019
კორიერე დელო სპორტის ცნობით ტურინის ‘‘იუვენტუსის’’ ხელმძღვანელები მზად არიან პოლ პოგბას სანაცვლოდ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' სამი...
19.07.2019
„ბარსელონა“ ხორდი ალბას კონკურენტის ძებნას აგრძელებს და ამჯერად ბუნდესლიგის ორი გამორჩეული მარცხენა მცველის - რაფაელ გერეიროსა და დავიდ ალ...
19.07.2019
უკანასკნელი სიახლეები