„არსენალი“ უილშირის გაყიდვას არ აპირებს
Aa
Aa

„არსენალი“ უილშირის გაყიდვას არ აპირებს

უკანასკნელ პერიოდში „მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ ჯეკ უილშირით აქტიურად ინტერესდება. „The Telegraph“-თან საუბარში კი არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

 

„უილშირის „მანჩესტერ სიტიში“ გაშვებას არ ვაპირებთ. პირიქით, „არსენალი“ მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი ჩვენთან 2020 წლამდე დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ უილშირი ჩვენს წინადადებას დათანხმდა, მისი ანაზღაურაბა კვირაში 150 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება“ - განაცხადა არსენ ვენგერმა

 

 

როგორც მოგეხსენებათ, უილშირი გასული წლის ნოემბრის შემდეგ ტრავმირებულია და დღემდე მკურნალობის პროცესს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები