Aa
Aa

ენდი და სერენა უიმბლდონის შერეულ წყვილებს 1/8 ფინალიდან გამოეთიშნენ

ენდი მარეი და სერენა უილიამსი უიმბლდონის შერეულ წყვილთა გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ.

ვარსკვლავურმა დუეტმა ბრუნო სოარეშისა და ნიკოლ მელიჩარის წყვილთა 3 სეტში - 3:6; 6:4; 2:6 წააგო. პირველი და მეორე სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მესამე პარტია კი ენდიმ და სერენამ საშინლად დაიწყეს, თავიანთი 2 გეიმი ზედიზედ დათმეს, რის შემდეგაც სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლეს.

სოარეში/მელიჩარის დუეტი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და ტიტულის მოგების მთავარ პრეტენდენტად ითვლება. ჩოგბურთელებმა წელს ერთობლივად ავსტრალიის ღია პირველობასა და როლან გაროსზე 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშეს.

ასე რომ, ენდი მარეისთვის წლევანდელი უიმბლდონი დასრულდა, მან, პიერ-უგო ერბერთან ერთად, მამაკაცთა წყვილთა შორის კიდევ უფრო ადრეულ სტადიაზე წააგო. ბრიტანელი ვარსკვლავი მხრის ტრავმის შემდეგ კორტს სწორედ უიმბლდონზე დაუბრუნდა. მისი სამომავლო გეგმებისა თუ ტურნირების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები