Aa
Aa

რივალდო: "ოქროს ბურთი მესიმ უნდა მოიგოს"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, რივალდო თვლის, რომ წლეულს ოქროს ბურთი ლეო მესის უნდა გადასცენ.

არგენტინელმა სუპერვარსკლავმა „კამპ ნოუზე“ მორიგი ფენომენალური სეზონი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. „ლა პულგას“ ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით „ბლაუგრანა“ ლა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგაზე იგივე წარმატებას ვერ მიაღწია და კოპა დელ რეის ფინალიც წააგო. არგენტინის ნაკრები კი კოპა ამერიკაზე მესამე ადგილს დასჯერდა.

მიუხედავად ამისა, რივალდოს პოზიცია უცვლელი რჩება და ლეგენდარული ბრაზილიელის რჩეული კვლავ ლეო მესია.

„ჩემი აზრით წლეულს ოქროს ბურთი ლეო მესიმ უნდა მიიღოს. მართალია მას ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, მაგრამ ოქროს ბურთი ხომ ინდივიდუალური ჯილდოა. ლეომ კი გასულ სეზონში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში რივალდომ მესისთან ერთად კრიშტიანუ რონალდუ შეაქო და აღნიშნა: „მესი და რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. სიმპათიები ორივე მათგანის მიმართ მაქვს. მესი ბარსას თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. რონალდუ კი იგივეს ყველა გუნდში აკეთებდა, სადაც უასპარეზია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები