Aa
Aa

ფრენკი დე იონგი: "ბარსა ნახევარმცველისთვის იდეალური კლუბია"

კატალონიის „ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.

„აიაქსიდან“ გადაბირებულმა ფეხბურთელმა „კამპ ნოუზე“ გადასვლის მიზეზები დაასახელა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა: „ბარსაში თამაში ჩემი ოცნება იყო. „ბლაუგრანა“ ყოველთვის სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარი კლუბი გახლდათ და მუდამ ტიტულების მოგებაზე იყო ორიენტირებული. თანაც „ბარსელონას“ რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.

მოუთმენლად ველი გუნდს როდის შევუერთდები და მათთან ერთად ვითამაშებ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.

„ბარსა“ ნახევარმცველისთვის იდეალური კლუბია. ბლაუგრანა“ ბურთის ფლობაზე და თამაშის კონტროლზეა ორიენტირებული. მე ასეთი სტილი იდეალურად შემეფერება.

რაც შეეხება მესის, ლეო საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მან ზუსტად იცის შეტევაში და ნახევარდაცვაში რა უნდა გააკეთოს. მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები