სუპერ როჯერი! შვეიცარიელის გამარჯვება და რეკორდი! ფედერერი უიმბლდონის ნახევარფინალშია!
Aa
Aa

სუპერ როჯერი! შვეიცარიელის გამარჯვება და რეკორდი! ფედერერი უიმბლდონის ნახევარფინალშია!

უიმბლდონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს უკვე გამოვლინდა პირველი ნახევარფინალური წყვილი - ნოვაკ ჯოკოვიჩი რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მეორე წყვილს, როჯერ ფედერერმა რამდენიმე წუთის წინ კეი ნიშიკორი 4 სეტში 4:6, 6:1, 6:4, 6:4 დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

პირველი სეტის დათმობის შემდეგ შვეიცარიელმა თავისი თამაში აჩვენა და მაყურებელს მორიგი სპექტაკლი შესთავაზა.

"მხიარული როჯერი" ღია ერაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე 100 შეხვედრის მოგება მოახერხა!

ფედერერი აშკარად კარგ ფორმაშია და ნახევარფინალში მას ასევე კარგ ფორმაში მყოფი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდება. წინ დიდი სანახაობა გველის.

P.S. ეს როჯერ ფედერერისთვის კარიერაში უიმბლდონზე მე-13 ნახევარფინალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები