Aa
Aa

"მანჩესტერმა" პოგბას შემცვლელი შეარჩია და მოლაპარაკებებისთვის ემზადება!

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პოლ პოგბას წასვლისთვის მზადება დაიწყო და თავის დასაზღვევად მისი შემცვლელი უკვე შეარჩია.

Evening Standard-ის ინფორმაციით, პოგბას იმედი აქვს რომ მიმდინარე ზაფხულს ის მადრიდის "რეალს" შეუერთდება.

ერიკსენმა კი "ტოტენჰემის" დატოვების სურვილი უკვე ღიად დააფიქსირა.

"იუნაიტედი" ერიკსენისთვის ბრძოლაში ფავორიტია და მხარეები მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ. დანიელი შუახაზელის ფასი 80 მილიონი ფუნტი გახლავთ.

რაც შეეხება პოგბას, "მანკუნიანელები" მას საკმაოდ ძვირად აფასებენ და მისი ტრანსფერიც სწორედ ამ მიზეზით ჭიანურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები