Aa
Aa

"ფენერბაჰჩე" იოზილის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

სტამბულის „ფენერბაჰჩე“ მესუთ იოზილის ტრანსფერი მუშაობას აგრძელებს და როგორც თურქული გამოცემა fanatic-ი წერს, მზადაა, „არსენალს“ შეთავაზებით მიმართოს.

„ფენერს“ იოზილის ერთწლიანი იჯარით აყვანა სურს, რისთვისაც 5.5 მილიონ ევროს იხდის, თუმცა დაბრკოლება ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. იოზილი „არსენალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და წლიურ ხელფასად 13.5 მილიონ ფუნტს იღებს, სტამბულელებს კი მისთვის მხოლოდ 8 მილიონი ფუნტის გადახდა შეუძლიათ.

მესუთ იოზილი ბავშვობიდან „ფენერის“ გულშემატკივარია და „ლურჯ-ყვითელი“ მაისურის მორგებაზე უარს არ იტყვის, კლუბსაც სწორედ ამის ეიმედება და ტრანსფერზე მუშაობას დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს.

იოზილის გუნდში დარჩენა „არსენალის“ დამრიგებელ უნაი ემერის არ სურს, გარდა ამისა, მაღალი ხელფასის გამო, მწვრთნელისთვის არასასურველი ფეხბურთელის გასხვისება „მეთოფეთა“ დირექტორთა საბჭოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები