Aa
Aa

"ინტერის" წარმომადგენლები ინგლისში გაემგზავრებიან - ლუკაკუ უკვე რეალურია!

მილანის „ინტერის“ წარმომადგენლები კვირის ბოლომდე ინგლისში ჩავლენ და რომელუ ლუკაკუს თაობაზე სატრანსფერო მოლაპარაკებებს ადგილზე გამართავენ.

ბელგიელ ფეხბურთელს „ნერაძურიში“ გადასვლა სურს და კლუბთან კონტრაქტის პირადი დეტალებიც შეთანხმებული აქვს, ერთადერთ დაბროკოლებად კი „შავ-ლურჯებსა“ და „წითელ ეშმაკებს“ შორის ტრანსფერის ფასზე შეჯერება რჩება.

Skysports-ის ცნობით, მილანელები თავიანთ ხალხს ინგლისში ტრანსფერის ფორმის შესათანხმებლად უშვებენ. „ინტერს“ ლუკაკუს იჯარით აყვანა და შემდეგ გამოსყიდვა სურს, თუმცა არაა გამორიცხული, „იუნაიტედთან“ კომპრომისული ვარიანტიც გამონახოს. ცნობილია, რომ მანჩესტერელებს პირდაპირი ტრანსფერი და 70-80 მილიონი ევროს მიღება უნდათ.

თავად ფეხბურთელს ერთადერთი ინტერესი აქვს და ის „ჯუზეპე მეაცაზე“ მაქსიმალურად მოკლე დროში გადასვლას გულისხმობს, რათა ახალ გუნდს აზიურ ტურნეში გაყვეს.

26 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესი ტურინის „იუვენტუსმაც“ გამოხატა, თუმცა „ბიანკონერის“ პრიორიტეტი სწორედ „ინტერის“ ფორვარდი - მაურო იკარდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები