პსჟ უმტიტის გადაბირებით დაინტერესდა
Aa
Aa

პსჟ უმტიტის გადაბირებით დაინტერესდა

კატალონიის „ბარსელონას“ ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის, ტრანსფერით ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ დაინტერესდა.

Mundo Deportivo-ს თქმით, პარიზელები მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან, თუმცა ჯერ ნეიმარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დასრულებას დაელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლითაც გაირკვა, რომ პსჟ-ს გულშემატკივართა უმრავლესობა ნეიმარის გუნდიდან წასვლას ემხრობა.

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ „ბარსელონა“ უმტიტის გასაყიდად მზადყოფნას გამოთქვამს და მას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

25 წლის უკანახაზელს მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს, რომლის გამოც გასულ სეზონში არაერთი შეხვედრა გაუცდა, მის ნაცვლად ძირითადში გამწესებულმა კლემენ ლენგლემ კი „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

სამუელ უმტიტი „ნოუ კამპზე“ 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. მას „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები