Aa
Aa

"იუვე" დე ლიხტს კვირის ბოლომდე გაიფორმებს?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მატიის დე ლიხტის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ კვირის ბოლომდე გამოცხადდება.

„ბიანკონერისა“ და „აიაქსს“ შორის ამჟამად ინტენსიური მოლაპარაკებები ფასის თაობაზე მიმდინარეობს, ფეხბურთელს კი იტალიელებთან კონტრაქტის პირადი დეტალები შეთანხმებული აქვს.

„ვეკია სინიორა“ დე ლიხტს წლიურ ხელფასად 12 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს იხდის.

გავლენიანი გამოცემა Gazzetta dello Sport-ი „იუვეს“ კიდევ ერთი გეგმის შესახებ წერს. წყაროს თანახმად, ტურინელები „აიაქსს“ 50 მილიონ ევოსთან ერთად ნიჭიერ ფორვარდ მოიზე კინს შესთავაზებენ, რომლის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს აღწევს.

„ბებერი ქალბატონის“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის იმედი აქვს, რომ 19 წლის ჰოლანდიელი „იუვეს“ აზიურ შეკრებამდე შეუერთდება.

ტურინელები სინგაპურში მომდევნო კვირის ბოლოს გაემგზავრებიან და 21 ივლისს საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველ მატჩს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები