Aa
Aa

"არსენალი" მალკომისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ბრიტანული გამოცემა, The Sun-ის ინფორმაციით ლონდონის „არსენალი“ მალკომის გადაბირებითაა დაინტერესებული. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ საკუთრება გახლავთ, თუმცა გასულ სეზონში გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გამორიცხული არაა „კამპ ნოუ“ დატოვოს.

„მეთოფეები“ მალკომისთვის ბრძოლაში ჩართვას გეგმავენ და წინადადებას ამზადებენ. უნაი ემერის გუნდის მთავარი კონკურენტი „ევერტონია“. „კანფეტების“ მესვეურებს სჯერათ, რომ „ბლაუგრანას“ დაყოლიებას მოახერხებენ, თუმცა შესაძლოა ფეხბურთელმა კარიერის ლონდონში გაგრძელება აირჩიოს.

ზაფხულში „არსენალის“ მთავარი სამიზნე ვილფრედ ზაჰა გახლდათ, მაგრამ „კრისტალ პალასი“ კოტ-დივუარელის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს ითხოვს. „მეთოფეები“ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 40 მილიონის გადასახდელად არიან მზად.

ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონელები ხსენებულ 40 მილიონ ფუნტს სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ და „ბარსელონას“ დაყოლიებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები